Wednesday, June 28, 2017

მე-8 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული იყო იმ მხრივ, რომ საბოლოო შეხვედრისათვის მოსაწესრიგებელია სამუშაო მასალები, პორტფოლიო, საპრეზენტაციო მასალა. პირველ რიგში გადავხედეთ და მოვაწესრიგეთ პორტფოლიო. გადავხედეთ შიგნით არსებულ მასალებს რამდენად სწორად იყო შეტანილი ან სრულად იყო თუ არა. ამასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად მივიღეთ რეკომენდაციები ტრენერისგან. აგრეთვე ფასილიტაციის ნიმუშებიდან შევარჩიეთ ჩვენთვის საჭირო ნიმუშები და განვათავსეთ შესაბამის საქაღალდეში, რომლებსაც დავამუშავებთ და პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გამოიყენებენ ინფორმაციის უკეთ გასააზრებლად, დასაკავშირებლად თუ შედარებისათვის. ტრენინგის ბოლოს, როგორც ყოველთვის მივიღეთ საშინაო დავალება: ნამუშევრების დასრულება და საბოლოო პრეზენტაციისათვის მომზადება.

Tuesday, June 27, 2017

ვიდეო მასალა

ვიდეო მასალა

მე-7 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და დატვირთული იყო. განვიხილეთ საშინაო დავალებები, მივიღეთ უკუკავშირი და საჭირო რეკომენდაციები ტრენერისგან. კიდევ ერთხელ გადავხედეთ და განვიმტკიცეთ შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების Blog-ის, Drive-ის, და  PowerPoint- ის გამოყენება სამუშაო პროცესში. ვისწავლეთ საპრეზენტაციო მასალის გრაფიკულ ფორმატში გადაყვანა და ატვირთვა შესაბამის გვერდზე გამზადებულ პრეზენტაციაში. ჩამოვტვირტეთ ჩვენთვის საჭირო მრავალფეროვანი შეფასების  ფორმები: შეფასების რუბრიკები; რომელთა  მოდიფიცირება   და მორგება უნდა მოვახდინოთ ჩვენი პროექტისათვის, მოსწავლის ნაშრომის ადეკვატური შეფასებისათვის, წინასწარ განსაზღვრული შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით.აგრეთვე შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების შესახებ. ამასთან ერთად ტრენინგზე ინდივიდუალურად მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა ჩავასწოროთ, დავასრულოთ ზემოთ აღნიშნული დავალებები, რათა მოვემზადოთ სამუშაო პროცედურების დეტალური გაწერისთვის და მისი პრეზენტაციისათვის.

Friday, June 23, 2017

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

მე-6 დღის რეფლექსია

როგორც ყოველთვის, დღე საინტერესოდ დაიწყო. პირველ რიგში გადავხედეთ საშინაო დავალებებს " მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი", რომელიც power point -ში მოვამზადეთ და მივიღეთ რეკომენდაციები ტრენერისგან. აგრეთვე ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი  აღნიშნულ სამუშაოსთან დაკავშირებით. შემდგომ ვისწავლეთ დასრულებული პრეზენტაციის და დამხმარე ვიდეო მასალის ბლოგზე ჩაშენება, გამოქვეყნება. აგრეთვე ვისწავლეთ პრეზენტაციის სურათებად დანაწევრება და ატვირთვა. ყოველივე ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ. მომდევნო შეხვედრისთვის  მივიღეთ საშინაო დავალება: სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება და მოსწავლის შეფასების ნიმუშის გაკეთება.