Tuesday, June 27, 2017
მე-7 დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და დატვირთული იყო. განვიხილეთ საშინაო დავალებები, მივიღეთ უკუკავშირი და საჭირო რეკომენდაციები ტრენერისგან. კიდევ ერთხელ გადავხედეთ და განვიმტკიცეთ შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების Blog-ის, Drive-ის, და PowerPoint- ის გამოყენება სამუშაო პროცესში. ვისწავლეთ საპრეზენტაციო მასალის გრაფიკულ ფორმატში გადაყვანა და ატვირთვა შესაბამის გვერდზე გამზადებულ პრეზენტაციაში. ჩამოვტვირტეთ ჩვენთვის საჭირო მრავალფეროვანი შეფასების ფორმები: შეფასების რუბრიკები; რომელთა მოდიფიცირება და მორგება უნდა მოვახდინოთ ჩვენი პროექტისათვის, მოსწავლის
ნაშრომის ადეკვატური შეფასებისათვის, წინასწარ განსაზღვრული შესაბამისი
კრიტერიუმების მიხედვით.აგრეთვე შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების შესახებ. ამასთან ერთად ტრენინგზე ინდივიდუალურად მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა ჩავასწოროთ, დავასრულოთ ზემოთ აღნიშნული დავალებები, რათა მოვემზადოთ სამუშაო პროცედურების დეტალური გაწერისთვის და მისი პრეზენტაციისათვის.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment