კლიმატური ცვლილებები და მისი შედეგები - Climate Change and its effects
ამ ბოლო დროს გახშირებული წყალდიდობები, ქარიშხლები, ძლიერი სიცხე,
ყინვა და თოვლი დედამიწაზე მომხდარი კლიმატური ცვლილებების შედეგია.
დღესდღეისობით კლიმატური ცვლილებები წარმოადგენ გლობალურ პრობლემას,
რომელიც დიდ გავლენას ახდენს როგორც გარემოზე, აგრეთვე ადამიანის
ცხოვრებაზე.
მოსწავლეები ეცნობიან მსოფლიოში მიმდინარე
კლიმატური ცვლილებებისა და მისი კატასტოფული შედეგების შესახებ
ინფორმაციას. თემასთან დაკავშირებით ინგლისურენოვანი არხებიდან BBC, CNN
და ინტერნეტ სივრცეში არსებული სხვა წყაროებიდან მოიძიებენ საჭირო
ფაქტებს, ინფორმაციას. უყურებენ რეპორტაჟებს. დააკვირდებიან ბოლო ერთი წლის
განმავლობაში განსაკუთრებით გახშირებული კლიმატური ცვლილებების ეპიცენტრს
რომელი ქვეყნები და კუნძულები წარმოადგენდნენ. ინფორმაციაზე დაყრდნობით
მოახდენენ მათ კლასიფიკაციას. აგრეთვე იმსჯელებენ მოცემულ ქვეყნებში
კლიმატური ცვლილებამ რა სახის ზიანი მიაყენა გარემოსა და ადამიანებს.
მოსწავლეები გააკეთებენ ჩანიშვნებს, მიღებულ ინფორმაციას დაახარისხებენ,
გაანალიზებენ რამდენად დიდია მისი გავლენა და შედეგეგები. აგრეთვე,
იმსჯელებენ უკეთესობისკენ ცვლის ადამიანთა ცხოვრებას ყოველი ეს თუ
უარესობისკენ. ბოლოს კი ნამუშევარს წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteნინო,თემა ნამდვილად საინტერესო და აქტუალურია. გლობალურ პრობლემას, ინგლისური ენის არცოდნის გარეშე ნამდვილად საფუძვლიანად ვერ გამოვიკვლევთ და ვერ გადავჭრით,თუმცა სათაური,,მეუცნაურება''.პირველი შთაბეჭდილება ისეთი იქმნება, რომ ეს არის საბუნებისმეტყველო საგნების პროექტი და არა ინგლისურის.ყველაფერი ძალიან კარგია ,მე პირადად შევცვლიდი სათაურს და მეტად ,,დავუმეგობრებდი'ინგლისურს.წარმატებებს გისურვებ!
Deleteპ.ს. ჩემს ვარიანტებს პირადში გეტყვი ჩვენებურადა,მეგობრულადა!!:)))
მადლობა ნონა, მეც ვიფიქრე მაგაზე, მაგრამ ვერ ვფიქრობ ორიგინალურ სათაურს ან ძალიან დიდი გამომდის და არ მომწონს.აუცილებლად გავითვალისწინებ.
Delete