უცხ.ს.VII.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს
და გაიგოს სხვადასხვა ტიპის აუდიოჩანაწერები აქტუალურ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე
(მაგ., შემეცნებითი ხასიათის გადაცემა,
დოკუმენტური ფილმი, ტელეჟურნალი, დისკუსია).
უცხ.ს.VII.3. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს,
გაიგოს და გააანალიზოს საგანმანათლებლო ინტერესებთან დაკავშირებული უცხოენოვანი ტექსტები
(მაგ., სამეცნიერო-პოპულარული სტატია, ესე,
საგაზეთო პუბლიკაცია, ბუკლეტი, რეპორტაჟი და სხვა).
უცხ.ს.VII.9. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სხვადასხვა
ტიპის ტექსტი (მაგ., ესე, წერილი
სასკოლო ან ახალგაზრდული ჟურნალისთვის) აქტუალურ თემაზე/საკითხებზე (მაგ., ძალადობა სკოლაში, ეკოლოგია და სხვა).
უცხ.ს.VII.12. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.
უცხ.ს.VII.14. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.
No comments:
Post a Comment