Wednesday, June 28, 2017

მე-8 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული იყო იმ მხრივ, რომ საბოლოო შეხვედრისათვის მოსაწესრიგებელია სამუშაო მასალები, პორტფოლიო, საპრეზენტაციო მასალა. პირველ რიგში გადავხედეთ და მოვაწესრიგეთ პორტფოლიო. გადავხედეთ შიგნით არსებულ მასალებს რამდენად სწორად იყო შეტანილი ან სრულად იყო თუ არა. ამასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად მივიღეთ რეკომენდაციები ტრენერისგან. აგრეთვე ფასილიტაციის ნიმუშებიდან შევარჩიეთ ჩვენთვის საჭირო ნიმუშები და განვათავსეთ შესაბამის საქაღალდეში, რომლებსაც დავამუშავებთ და პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გამოიყენებენ ინფორმაციის უკეთ გასააზრებლად, დასაკავშირებლად თუ შედარებისათვის. ტრენინგის ბოლოს, როგორც ყოველთვის მივიღეთ საშინაო დავალება: ნამუშევრების დასრულება და საბოლოო პრეზენტაციისათვის მომზადება.

Tuesday, June 27, 2017

ვიდეო მასალა

ვიდეო მასალა

მე-7 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და დატვირთული იყო. განვიხილეთ საშინაო დავალებები, მივიღეთ უკუკავშირი და საჭირო რეკომენდაციები ტრენერისგან. კიდევ ერთხელ გადავხედეთ და განვიმტკიცეთ შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების Blog-ის, Drive-ის, და  PowerPoint- ის გამოყენება სამუშაო პროცესში. ვისწავლეთ საპრეზენტაციო მასალის გრაფიკულ ფორმატში გადაყვანა და ატვირთვა შესაბამის გვერდზე გამზადებულ პრეზენტაციაში. ჩამოვტვირტეთ ჩვენთვის საჭირო მრავალფეროვანი შეფასების  ფორმები: შეფასების რუბრიკები; რომელთა  მოდიფიცირება   და მორგება უნდა მოვახდინოთ ჩვენი პროექტისათვის, მოსწავლის ნაშრომის ადეკვატური შეფასებისათვის, წინასწარ განსაზღვრული შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით.აგრეთვე შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების შესახებ. ამასთან ერთად ტრენინგზე ინდივიდუალურად მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა ჩავასწოროთ, დავასრულოთ ზემოთ აღნიშნული დავალებები, რათა მოვემზადოთ სამუშაო პროცედურების დეტალური გაწერისთვის და მისი პრეზენტაციისათვის.

Friday, June 23, 2017

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

მე-6 დღის რეფლექსია

როგორც ყოველთვის, დღე საინტერესოდ დაიწყო. პირველ რიგში გადავხედეთ საშინაო დავალებებს " მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი", რომელიც power point -ში მოვამზადეთ და მივიღეთ რეკომენდაციები ტრენერისგან. აგრეთვე ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი  აღნიშნულ სამუშაოსთან დაკავშირებით. შემდგომ ვისწავლეთ დასრულებული პრეზენტაციის და დამხმარე ვიდეო მასალის ბლოგზე ჩაშენება, გამოქვეყნება. აგრეთვე ვისწავლეთ პრეზენტაციის სურათებად დანაწევრება და ატვირთვა. ყოველივე ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ. მომდევნო შეხვედრისთვის  მივიღეთ საშინაო დავალება: სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება და მოსწავლის შეფასების ნიმუშის გაკეთება.

საავტორო უფლებები

Saturday, June 17, 2017

მე-5 დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგის დღე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. პირველ რიგში განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩოს ანალიზი და მივიღეთ უკუკავშირი. შემდეგ ჩვენს ბლოგებზე ვისწავლეთ გვერდების დამატება და საკუტარი ბლოგის საიტად გარდაქმნა, რითაც შევძელით პოტფოლიოს გაზიარება და ერთმანეთის ნამუშევრების გადახედვა, შეფასება. აგრეთვე ტრენენრმა მოგვცა საჭირო რეკომენდაციები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომთან დაკავშირებით. რა საკითხებს მოიცავს, როგორი ფორმა შეიძლება ჰქონდეს მოკლედ რომ ვთქვათ ინფორმაციის ორგანიზება როგორ გავაკეთოთ. ამასთან ერთად გაგვაცნო გამოყენებული ფოტო, ვიდეო, აუდიო და სხვა მასალებისა და გამოყენებული ლიტერატურის დამოწმების წესები, იმისათვის რომ თავი ავარიდოთ საავტორო უფლებების დარღვევას. აღნიშნული ინფორმაცია დამეხმარება სწორად დავგეგმო სამუშაო პროცესი და თავი ავარიდო უხეშ დარღვევებს. მივიღეთ საკმად ვრცელი საშინაო დავალება - მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა და სასწავლო პროცედურების დეტალური აღწერა.

Wednesday, June 14, 2017

შეფასების დროის ჩარჩოს ანალიზი

პროექტის სწორად წარმართვისა და შეფასებისათვის პროექტის დასაწყისში მივმართავ გონებრივ იერიშს, იმისათვის რომ სწორად განვსაზღვრო მოსწავლეთა საჭიროებები და შესაძლებლობები. რაც დამეხმარება მოსწავლეების პროექტთან დაკავშირებული საკითხების და იდეების გენერირებაში, მნიშვნელოვანი საკითხების ერთმანეთთან დაკავშირებაში ინდივიდუალური, ჯგუფური თუ საკლასო დისკუსიების დროს. ამავდროულად გამოვიყენებ პროექტის გეგმებს, რაც  საშუალებას მომცემს მიზნისა და სტრატეგიების უკეთ განსაზღვრაში, სამუშაოს დროში უკეთ განაწილებასა და საწყისი ეტაპის შფასების კრიტერიუბების განსაზღვრაში. პროექტის მიმდინარეობის შესაფასებლად  გამოვიყენებ შეფასების მეთოდებს - არაფორმალური დაკვირვება და შემთხვევების ჩანიშვნები და არასტრუქტურირებული გამოკითხვა. ყოველივე ეს საშუალებას მომცემს მონიტორინგი ვაწარმოო, ჩავინიშნო და  შევაფასო მოსწავლეთა ინდივიდუალური, ჯგუფური თუ საკლასო დისკუსიები, იმისათვის რომ დავეხმარო და სწორი მიმართულება მივცე პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს. პროექტის დასასრულის შეფასებისათვის გამოვიყენებ მეთოდს - პროდუქტები. აღნიშნულ საქაღალდეში ასახული იქნება მოსწავლის ნამუშევარი, რაც მისი სწავლის და პროექტზე მუშაობის საბოლოო შედეგს ასახავს და რაც საბოლოო პროდუქტის შეფასებაშიც დამეხმარება.

Tuesday, June 13, 2017

მე-4 დღის რეფლექსია

ტრენინგი როგორც ყოველთვის საკმაოდ დატვირთული და მნიშვნელოვანი იყო. პირველ რიგში გადავხედეთ საშინაო დავალებას - მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები. განვიხილეთ თითოეულის ნამუშევარი, მივეცით ერთმანეთს საჭირო უკუკავშირი და შევიტანეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები კითხვების მიზნობრივ ფორმულირებაში. რის შემდგომაც განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო. იქვე შევქმენით მისი სავარაუდო ვარიანტი, რომელსაც აუცილებლად გადავხედავთ და მოვახდენთ მის რედაქტირებას სახლში და ავტვირთეთ drive-ში. აგრეთვე ვისწავლეთ თუ როგორ მოვახდინოთ drive-ში ატვირთული დოკუმენტის რედაქტირება. შეფასების დროის ჩარჩოსთან ერთად ავტვირთეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონიც შემდგომი მუშაობისთვის. ყოველივე ამასთან დაკავშირებით ტრენერისგან მივიღეთ საჭირო რეკომენდაციები და უკუკავშირი, რომელიც აუცილებლად დამეხმარება ჩემი სამუშაოს უკეთ შესრულებაში. ბოლოს კი როგორც ყოველთვის მივიღეთ საშინაო დავალება საკმაოდ საინტერესო და შრომატევადი.

Monday, June 12, 2017

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი:
1. რა გავლენას ახდენს გარემო პირობები ადამიანზე?
2. თქვენი აზრით რას გვიმზადებს კლიმატური ცვლილებები მომავალში?

თემატური:
1. რატომაა კლიმატური ცვლილება გლობალური პრობლემა, რასთანაა კავშირში, და როგორ წარმოგიდგენიათ სამყარო ამ პირობებში?
2. როგორ შეცვლის კლიმატური ცვლილება გარემოს და ადამიანის ცხოვრებას?
3. როგორია კლიმატური ცვლილებების შედეგები გარემოსა და ადამიანის ცხოვრებაზე ( დადებითია თუ უარყოფითი)?

შინაარსობრივი:
 1. რა ლექსიკური მარაგი, ტერმინოლოგია გვჭირდება კლიმატურ ცვლილებასა და მის შედეგებზე წერისას, საუბრისას?
 2. რომელი გრამატიკული დროის ფორმაში დავწერთ თემას, ან ვისაუბრებთ კლიმატურ ცვლილებასა და მის შედეგებზე?
 3. კლიმატურ ცვლილებასა და მის შედეგებზე საუბრისას ძირითადად რომელ გრამატიკულ ფორმებს გამოვიყენებთ?

Friday, June 9, 2017

მე-3 დღის რეფლექსია

დღევანდელი სატრენინგო დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო. პირველ რიგში განვიხილეთ წინა ტრენინგზე გავლილი მასალა და კიდევ ერთხელ შევაჯამეთ. გადავხედეთ პროექტის იდეების საბოლოო დასრულებულ ვარიანტებს. მივიღეთ რეკომენდაციები ტრენერისგან, რაც დაგვეხმარება ჩვენი სამუშაოს სწორი მიმართულების მიცემაში. აგრეთვე განვსაზღვრეთ მიზნები საგნობრივრივი სტანდარტიდან გამომდინარე, და განვსაზღვრეთ ინდივიდუალურად 21-ე საუკუნის უნარ ჩვევები, რომლის განვითარების მოლოდინიც გვექნება ჩვენი მოსწავლეებისათვის აღნიშნული პროექტის განხორციელებისას. ყოველი ეს ავტვირთეთ ბლოგებზე, მივიღეთ კოლეგებისგან უკუკავშირი მიზნებთან დაკავშირიებით და აგრეთვე ტრენერისგან, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ, შევიტან საჭირო ცვლილებებს, იმისათვის რომ ზემოთ აღნიშნული ნამუშევარი შეძლებისდაგვარად დავხვეწო და მივცე საბოლოო სახე. რა თქმა უნდა, მივიღეთ საშინაო დავალებაც, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული სამუშაო სახით.

Tuesday, June 6, 2017

პროექტის მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ:

 1. ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტ სივრცეში კლიმატურ ცვლილებეთან დაკავშირებით ინგლისურენოვანი საინფორმაციო რეპორტაჟებიდან და სხვა ინგლისურენოვანი ინტერნეტ წყაროებიდან.
 2.  მოპოვებული ინფორმაციის დახარისხებას და გაანალიზებას ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეპიცენტრს რომელი ქვეყნები და კუნძულები წარმოადგენენ და რამდენად დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანსა და გარემოზე კლიმატური ცვლილებები, რა ზიანი მოაქვს მას.
 3.   შეძლებენ მოახდინონ  მათი კლასიფიკაცია, აგრეთვე  შეფასება უკეთესობისკენ შეცვლის ყოველი ეს ადამიანის ცხოვრებას და გარემოს თუ უარესობისკენ.
 4 . ტექსტის  წერას( შექმნას) კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით.
 5. პრობლემის გარშემო შექმნილი ნამუშევრის ზეპირი პრეზენტაციის გაკეთებას აუდიტორიის წინაშე.



Monday, June 5, 2017

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები






სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები


     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.

     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით; 



საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები


      ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.



სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები

      დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;